Top
ონლაინ დახმარება

 

დავით სიმონია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

2023 წლის 31 იანვარს, UNODC-ის დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება - „სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის და დანაშაულის პრევენციის შესახებ გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელოების მიღების 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად“. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე დავით სიმონია, რომელმაც განიხილა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი და სიახლეები. რეფორმების კუთხით აღინიშნა, ხარისხის გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, სამსახურის წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობის ზრდა, ადვოკატთა მენტორობის სისტემის დანერგვა და სხვა. 

ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმებმა საუკეთესო მოწონება დაიმსახურა.