ბათუმის ბიუროს ადვოკატი ნატო ირემაძე, იურიდიული დახმარების ბიუროებმა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ზედიზედ მეორედ აირჩიეს. იგი მომდევნო ერთი წლის ვადითაც შეუდგება უფლება-მოვალეობის შესრულებას.
ნატო ირემაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2007-2015 წლებში იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტი იყო, შემდეგ კონსულტანტად მუშაობდა, ამჟამად კი ამავე ბიუროს ადვოკატია. ნატო ირემაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით, 2005 წელს მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომის მდივნად, გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი.
ნატო ირემაძეს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში