Top
ონლაინ დახმარება

 

ქობულეთელი მოსაწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2 დეკემბერს, ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში, USAID, სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და პარალეგალები უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ. სამსახურის დირექტორმა ბავშვებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ბულინგსა და ნაადრევ ქორწინებაზე.

პარალეგალებმა -სპეციალურად გადამზადებულმა არაიურისტმა პირებმა, რომლებსაც პირველადი სამართლებრივი დახმარების გაწევა შეუძლიათ, ქობულეთელ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კოდექსსა და კონვენციაზე, გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური აპლიკაცია LAS GEORGIA, რომელიც მოზარდებსა და უფროსებს, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს უსწრაფესად მიიღოს სამართლებრივი კონსულტაცია ისე, რომ დაცული იყოს კონფიდენციალურობა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია სხვადასხვა საკითხზე.