2022 წლის 3-5 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ბიუროების ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით- „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვი“.
ტრენინგი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„სისხლის სამართლის პროფესიონალების შესაძლებლობების გაუმჯობესება დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის მიმართ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების ეფექტური გამოყენების გზით“, ფარგლებში.
ტრენინგის მიმდინარეობისას დარგის ექსპერტებმა ქეთევან დავითიშვილმა, თინათინ ბანძელაძემ, თამარ გიგიტაშვილმა და დავით სიმონიამ ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვის განხორციელების პროცედურული ასპექტები; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება; დაკითხვა/გამოკითხვის დაგეგმვა; კითხვები წარმატებული გამოკითხვისათვის; ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) საგამოძიებო დაკითხვის/გამოკითხვის სტრუქტურირებული პროტოკოლი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტრენინგი , მიმდინარე წლის 10-12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ბიუროების ადვოკატებისთვისაც ჩატარდა.
სამსახური აღნიშნული მიმართულებით აქტიურად განაგრძობს თანამშრომელთა გადამზადებას,