Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ ტყაიას სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

28 ოქტომბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყაიას სკოლაში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 

იურისტებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, სამსახურის სერვისებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ასევე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.