Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში პარალეგალთა მეორე ნაკადის გადამზადება დაიწყო

27-28 ოქტომბერს, ბათუმში,  USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პარალეგალთა გადამზადების მეორე ეტაპი. ღონისძიება განხორციელდა მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, ფარგლებში.

პროექტ პარალეგალების მეორე ეტაპის მონაწილეები კვლავ აჭარელი სტუდენტები არიან. პარალეგალები არიან არაიურისტი პირები, რომლებიც შესაბამისი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. შეხვედრებს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი, თამარ ონიანი და თამარ ალანია.
პირველ დღეს გაიმართა კარიერული საუბრები. შეხვედრის ფარგლებში მოსამართლეებმა ისაუბრეს პროფესიული ეთიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განგრძობადი იურიდიული განათლებისა და მოსამართლის როლზე სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში.

მეორე დღეს ჩატარდა ტრენინგი ქალთა უფლებების შესახებ. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო, ქალთა შრომით უფლებებს, დისკრიმინაციას, ქალთა უფლებებს საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, სექსუალურ  შევიწროებას საჯარო სივრცეში და მისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს.