Top
ონლაინ დახმარება

 

მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩატარდა

25-26 ოქტომბერს, მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრში,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ დავით სიმონიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და მოადგილეებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე "ბავშვის უფლებათა კოდექსი, სტანდარტები და გამოწვევები“. 

ტრენინგი გახსნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. 

აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ზემოხსენებული ღონისძიება აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.