Top
ონლაინ დახმარება

 

გაიმართა კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“. 

2022 წლის 13 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს COE მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“. 

საქართველოში პირველად, იურიდიული დახმარების სამსახურში საპილოტე რეჟიმში, დაინერგა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იურიდიული კონსულტაციის წერილობით და სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების სისტემა. გერმანულ კომპანია knowledgeTools International GmbH-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სამსახურისთვის ხელმისაწვდომი გახდა პროგრამა „LOGOS“, რომელიც გამოიყენება იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციისათვის. ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში ხდება კონსულტანტისა და ადვოკატის მიერ საჭირო მონაცემების  - ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საკითხების შეყვანა, შემდგომ პროგრამა თავად დაამუშავებს მასალას და შექმნის შებამის დოკუმენტს. ბენეფიციარისათვის გადაცემამდე ადვოკატს აქვს საშუალება, გადახედოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემნილ დოკუმენტს და თუ საჭიროა შეიტანოს ცვლილება ან დაზუსტება. 

პროგრამაში წინასწარ ხდება რელევანტური კანონმდებლობის, პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტების შეყვანა. ეს უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დროის დაზოგვას და მეორე მხრივ, ერთიანი ხარისხის სტანდარტის უზრუნველყოფას სამსახურის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული ინოვაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამართალწარმოების პროცესს როგორც ოპერატიული, ასევე კვალიფიცაციის გაუმჯობესების მიმართულებით.

კონფერენცია გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა. ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა KnowledgeTools International GmbH-ის დირექტორმა თილო ვენდიმ. 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა, სამართლის ინჟინერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლადო სირდაძე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში - ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირდუ, სამართლის დოქტორი, ბტუ კვლევების ცენტრის დირექტორი, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია, კომპანია „METRIC - იურიდიული და ფინანსური კონსულტაცია“ დამფუძნებელი პარტნიორი ლაშა კალანდაძე. 

კონფერენციას ესწრებოდნენ იურიდიული წრეების, საადვოკატო კორპუსის წარმომადგენლები, მოსამართლეები, სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერები და სტუდენტები.

კონფერენციის ბოლოს მონაწიეlებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „ხელოვნური ინტელექტი და სამართლის დიგიტალიზაცია, მოძრაობა -„მომავალი არის დღეს“  .