Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის და "უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის და "უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს 
12 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა შეხვედრა  საზოგადოებრივ ადოკატებსა და ორგანიზაცია  "უფლებები საქართველოს" ადვოკატებს შორის. იურისტებმა განიხილეს  რომლებიც თავშესაფრის მაძიებლების და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირების უფასო სამართლებრივი დახმარების საკითხები. 

შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ მკვლევარმა, ლადო ნაფეტვარიძემ ისაუბრა წარმოშობის ქვეყნის შესახებ კვლევის მახასიათებლების, მათ შორის, კვლევის პრინციპების, სტანდარტების, მეთოდების და შეზღუდვების შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და მათი ამსახველი ანგარიშების შესახებ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა კოლეგებს თავიანთი გამოცდიელბა გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს