28 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მეორე შეხვედრა გაიმართა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა დავით ჯიქიამ და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები და ა.შ. შულავერის მცხოვრებლებს აინტერსებდათ მოქალაქეობის მიღების საკითხები, რაზეც კონსულტანტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საინფორმაციო კამპანია, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში ტარდება, ორგანიზაებულია შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.