28 ივნისს, მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წევრებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებების კოდექსზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, შშმ პირთა უფლებებსა და შრომით კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე.
ღონისძიება ჩატარდა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და მასში ასევე მონაილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა სოციალური სამსახურების წარმომადგენლები.