22 ივნისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები ოზურგეთის მოსახლობისგან იყო დაკომპლექტებული, ხოლო მხარეებს სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის ბიურო სთანამშრომლები წარმოადგენდნენ.
„ნაფიცებმა“ გულისყურით მოუსმინეს ორივე მხარეს, აქტიურად დასვეს შეკითხვები, ვერდიქტის გამოტანამდე ბევრი იმსჯელეს და იკამათეს. აღნიშნეს, რომ პროცესი მათთვის ძალზე საინტერესო იყო და მასში მონაწილეობით დიდი გამოცდილება შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში და მისი მხარდამჭერია ვეროპის საბჭო (COE).