Top
ონლაინ დახმარება

 

ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

21 ივნისს ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო, პროცესი, რომელზეც განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერ-ჯერობით მსგავსი სახის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დაკომპლექტებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისაგან.

"ნაფიცმა მსაჯულებმა" ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუსმინეს ორივე მხარე, გაეცნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, შესავალ და დასკვნით სიტყვებს. პროცესის ბოლოს, ვერდიქტის გამოტანამდე გაიმართა ხანგრძლივი კამათი - ეცნოთ თუ არა ბრალდებული დამნაშავედ. თუმცა მცირე უპირატესობით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა. 2022 წლის განმავლობაში მეშვიდე იმიტირებული პროცესი ჩატარდა, ამჯერად, ლანჩხუთში და მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება მიმდინარეობდა კამპანიის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში და იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს( COE) მიერ.