Top
ონლაინ დახმარება

 

ლანჩხუთში საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

21 ივნისს, ლანჩხუთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. გურიის მხარეში აქამდე მხოლოდ ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო მოქმედებდა. უფასო სამართლებრივი დახმარება-სამართლებრივი კონსულტაციის მიღება ამიერად ლანჩხუთის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ლანჩხუთელებს წარუდგინა კონსულტანტი მარინე კიკნაძე, რომელიც გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის იურისტია იურისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა მოსამართლედ. 

ახალი ოფისის გახსნის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ლანჩხუთის მოსახლეობასთან. შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, გენდერული საბჭოს წევრები და სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა წარადგინა, ასახული იყო, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ასევე,მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ბავშვთა უფლებებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, შშმ პირთა უფლებებს, შრომით სამართალს.

ღონისძიება ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის მოძრაობის - „აქციე კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს (COE) თბილისის ოფისის მიერ და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.