13-15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართლის ბიუროს უფროსი ზედამხედველი პატრიცია ვილდერმუსი.
იურიდიული დახმარების სამსახური დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მისმა მოადგილეებმა ამერიკელ სტუმარს დეტალურად გააცნეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, სამსახურის პროექტები და სხვა გამოწვევები.
პატრისია ვილდერმურსი ასევე შეხვდა საზოგადოებრივ ადვოკატებს და მათგან მოისმინა კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მუშაობა მიდის ან სამომავლოდ საჭიროებს გაუმჯობესებას.
სტუმარმა აღნიშნა, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გაითვალისწინებს, თუ რა სახის და მასშტაბის სამუშაო არის ჩატარებული იურიდიული დახმარების სისტემის შექმნისა და სამსახურის ფუნქციონირებისათვის და აუცილებელად განაგრძობს მხარდაჭერას USAID -ის საშუალებით, რაღა ყველა გამოწვევა მოიხსნას და გაუმჯობესდეს მუშაობა როგორც გაწეული სამართლებრივი დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ეფექტურად განხორციელებისთვის, რაც კულისხმობს კიდევ უფრო მეტი იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.