2 ივნისს ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლას ეწვია.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსისა და ბავშვთა დაცვის ევროპული კონვენციის პუნქტებს.
თეა ჩიკვაიძემ მოსწავლეებს ასევე გააცნო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები და დეტალურად ისაუბრა იმ საშუალებებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებების დასაცავად ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს. ბავშვებმა დასვეს არაერთი საგულისხმო შეკითხვა და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრა ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე".