Top
ონლაინ დახმარება

 

ჯარიაშენში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

5 მაისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი შეხვდნენ გამყოფი ხაზის სოფელ ჯარიაშენში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და   ტრეფიკინგის,   მსხვერპლთა   დახმარების   სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდრული საბჭოს წარმომადგენლები.

საუბრის თემები იყო  ქალთა  მიმართ  და  ოჯახში  ძალადობის,  სახელმწიფო  სერვისებისა  და  უფასო  იურიდიული დახმარების საკითხები. მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას იურისტებმა ამომწურავად უპასუხეს.