Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში ბენჩბარი წამების აკრძალვას მიეძღვნა

23-24 მარტს, ბათუმში, ევროკავშირის (EU) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR)  მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ბენჩ-ბარი წამების აკრძალვის შესახებ. შეხვედრა გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და OHCHR-ის პროექტების მენეჯერმა სოფიო ბენაშვილმა. 

ღონისძიებაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, დავით სიმონიამ წარმოადგინა მოხსენება, რომელიც ეხებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ხელმისაწვდომობას უფასო იურიდიულ დახმარებაზე.
OHCHR-ის საქართველოს ოფისის ადამიანის უფლებათა ოფიცერმა ბესარიონ ბოხაშვილმა მონაწილეებს ფართოდ ესაუბრა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვითწამების აკრძალვის და არასათანადო მოპყრობის უახლესი სტანდარტების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ,   გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საზოგადოებრივი ადვოკატები აქტიურად იყვნენ ჩართული. ასევე იმსჯელეს წამების პრევენციის სტანდარტების,  პატიმრობის პირობებისა და  სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების შესახებ.