10 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და მისი მოადგილე სულხან გველესიანი, დისტანციურ რეჟიმში შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ მრჩეველს ლანა მორტონ ოუენსს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას, ასევე ადვოკატებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების შეთავაზებას. გადაწყდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმების მხარდაჭერისთვის, მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.