24-26 ივნისს, ბათუმში, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებისა და სამსახურის ადმინისტრაციის შეხვედრა, სადაც განიხილეს მიმდინარე რეფორმები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.
სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით.
ექსპერტმა ირმა ოქროპირიძემ დეტალურად წარმოადგინა სასწავლო ცენტრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - მიზნები, ამოცანები და განხორციელების გზები დონორი ორგანიზაციის, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის ხელმძღვანელმა (USAID/PROLoG) გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტების წარმატებით განხორციელება უნდა უშუალოდ აისახოს ბენეფიციარებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე და დონორი ორგანიზაცია, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მხარს დაუჭერს აღნიშნულ პროექტებს.
ორივე საკითხის გარშემო გაიმართა დისკუსია, გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას ხელს შეუწყობს.