Top
ონლაინ დახმარება

 

გამყოფი ხაზის სოფელ ხვითში შეხვედრა შედგა

18 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ხვითში გაიმართა შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან უფასო იურიდიული დახმარების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და სახელმწიფო სერვისების საკითხებზე. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. 

გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა ხვითის მოსახლეობას გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები და დეტალურად აუხსნა, თუ იურიდიული დახმარების სამსახურს როგორ შეუძლია დროული და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ან სავარაუდო მსხვერპლებს.

საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრაში ასევ მონაწილეობდნენ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

იურისტებმა უპასუხეს მოსახლებისთვის საინტერესო კითხვებს.