დღეს,19 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს ანალიტიკოსები ონლაინ რეჟიმში შეხვედრენ არასრულწლოვნებს.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ააიპ "ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი", რომელთანაც 2020 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გააფორმა.
შეხვედრის თემა იყო "ბავშვის უფლებათა კოდექსთან" დაკავშირებული საკითხები.
დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათ იურისტებისაგან კვალიფიციური განმარტებები მიიღეს საინტერსესო სამართლებრივ კითხვებზე.