2021 წლის 22 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა დაამტკიცა სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი და სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრის ფორმა.
ამასთან დაკავშირებით, 29 იანვარს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი“. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი მარიამ გაიპარაშვილი.
ტრენინგზე განიხილებოდა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის რეგულაციები სექსუალური შევიწროების თაობაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა რეგულაციით აკრძალული ქმედების ფარგლები, საჩივრის წარდგენისა და განხილვის პროცედურები, შიდა მექანიზმის დანერგვის სტრატეგია და გარე მექანიზმების მოკლე მიმოხილვა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.