2-4 დეკემბერს ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე -,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“.
ტრენინგს უძღვებოდა ბაია პატარაია - ეროვნული ექსპერტი გენდერის საკითხებში.
ტრენინგზე განიხილებოდა ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე; გენდერული მიკერძოება იურიდიულ საქამისწარმოებაში; ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე საქართველოში: გამოწვევები და ბარიერები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით; ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის რეგულაციები და პრაქტიკა საქართველოში; ეფექტური გამოძიება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა და ადვოკატის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.