Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ გლობალურ კამპანიასთან (25 ნოემბერი-10დეკემბერი) დაკავშირებით :

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად. ძალადობაზე რეაგირება, მსხვერპლის დახმარება და პრევენცია საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურის როლი, ვინიდან ორგანიზაცია უფასო სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის,  საადვოკატო წარმომადგენლობას, უწევს ძალადობის მსხვერპლებს - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. 

იურიდიული დახმარების სამსახური,  კანონით განსაზღვრუილი მანდატის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში,  აქტიურად ვახორციელებთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. პერიოდულად, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტნანტები გადიან სპეციალურ გადამზადებას აღნიშნული მიმართულებით, რათა ჩვენ მიერ გაწეული სამართლებრივი  მომსახურება იყოს მაღალკვალიფიციური და არანაირი საფრთხე არ შეექმნას ადამიანის უფლებების დაცვას.

ჩვენ მზად ვართ კვლავ, თუნდაც პანდემიის პირობებში,  ყველა დაინტერესებულ პირს გავუწიოთ დახმარება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

მიგვაჩნია, რომ ცივილიზებული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქალთა მიმართ და  ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს სწორედ ერთობლივი, თანმიმდევრული მოქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ან სულაც აღმოვფხვრათ ძალადობის შემთხვევები. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელ ხაზზე, 1485 ამ 292 00 55, მოგვწერონ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, ან მიაკითხონ თბილისსა და რეგიონებში არსებულ, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებს, რომელთა მისამართები ასევე სამსახურის ვებგვერდსა www.legalaid.ge და ფეისბუკ-გვერდზეა განთავსებული https://www.facebook.com/legalaid.ge. 

იურიდიული დახმარების სამსახური მზადაა სათანადო რეაგირებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე ნებისმიერ მომართვასთან დაკავშირებით.

#იმოქმედეძალადობისწინააღმდეგ
#ერთადმეტიშეგვიძლია