2020 წლის 23 სექტემბერს ჩხოროწყუში (აღმაშენებლის N1), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
ცენტრისათვის საჭირო ფართი ჩხოროწყუს მერიამ გამოჰყო და საკრებულოს მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის გადასცა.
საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათშორის: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჩატარდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე.
შეხვედრა შედგა "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, და წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საკითრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომლის განხილვას დევნილი და კონფლიქით დაზარალებული ქალები და გოგონებიც დაესწრნენ.
დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 22 საკონსულტაციო ცენტრი.