Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურს ახალგაზრდა კოლეგათა ჯგუფი შემოემატა

15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა დამწყები ადვოკატების ჯგუფს, რომლებმაც ორიოდე თვეა მუშაობა დაიწყეს და თითოეულმა 40-მდე საქმე აწარმოა თბილისისა და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროებში.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდების ჯგუფი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობას განაგრძობს და სრული დატვირთვით ჩაერთვება პროფესიული დავალებების შესრულებაში.