იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებთან. აღნიშნული შეხვედრა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სამსახურის განვითარებისა და რეფორმირების პროექტის მიმოხილისა და იმპლემენტაციის საკითხების შეჯერების ტურის პირველი ნაწილია. აქტუალური საკითხების განხილვა უახლოეს მომავალში სხვა ბიუროებშიც გაგრძელდება. სამსახურის დირექტორი გამართავს შეხვედრებს იურიდიული დახმარების ბიუროებში.