უფასო სამართლებრივი დახმარება წყალტუბოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 7 აგვისტოს 15 საათზე, წყალტუბოში (შოთა რუსთველის ქ.#25), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის წყალტუბოს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჩატარდა.
მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 15 საკონსულტაციო ცენტრი. წყალტუბოში სამსახურის მე-16 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.