Top
ონლაინ დახმარება

 

ტრენინგზე ბავშვთა უფლებების საკითხზე მსჯელობენ

22-25 ივლისს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“. ტრენინგს უძღვებოდნენ ადვოკატები თამარ გაბოძე და მარინე კორძაძე, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და სოციალური მუშაკი გურანდა თეთრაძე.

ტრენინგზე განიხილეს: ბავშვის უფლებათა კოდექსი; ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებში ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა, საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატებმადა კონსულტანტებმა, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატებმა. ტრენინგი ჩატარდა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.