Top
ონლაინ დახმარება

 

UNHCR-ის დახმარებით ტრენინგი მიმდინარეობს

დღეს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატრბისათვის,  კახეთში (ლოპოტას ტბა) მიმდინარეობს ტრენინგი მოქალაქეობის არქონის საკითხებსა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ. 

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR წარმომადგენლებმა, თორნიკე ცაგარეიშვილმა და სალომე ქუსიკაშვილმა.

განსახილველ საკითხებს შორისაა: მოქალაქეობის არმქონეობის ფენომენი, UNHCR-ის მანდატი მოქალაქეობის არმქონეობის იდენტიფიკაციასთან, პრევენციასთან; მოქალაქეობის არმქონეობა საქართველოში, სტატუსის დადგენის პროცედურა; ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები თავშესაფრის პროცედურაში; თავშესაფრის პროცედურა სასამართლოში, თავშესაფრის პროცედურა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სხვა.

ტრენინგი ორდღიანია და აღნიშნული საკითხების განხილვა ხვალაც გაგრძელდება.