3 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის სოფელია, შედგა შეხვედრა. შეხვედრის დროს განიხილეს ის პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და სადაც იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: „შსს ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი“ და „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო“, რომლებმაც თავიანთი მანდატის ფარგლებში გამართეს დისკუსია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ზარდიიანთკარის შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა - შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.