დღეს, 19 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) თანამშრომლობით გამართა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „მოქალაქეობის არმქონე პირები“, რომელშიც სამსახურის თანამშრომელთა ახალი ჯგუფი მონაწილეობს.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი IRC, პროექტის „მოქალაქეობის არმქონეობის დასრულება საქართველოში“ დირექტორი ნატო გაგნიძე, ამავე პროექტის იურისტები ნინო რთველაძე და დავით ობოლაძე; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ია ბიგანიშვილი.
ტრენინგის მიზანია იურიდიული სამსახურის იურისტების შესაძლებლობების გაძლიერება მოქალაქეობის არქონის საკითხებთან დაკავშირებით - არსებული სამართლებრივი რეგულაციები და პრაქტიკა; კონკრეტული მაგალითების განხილვა და ანალიზი.
ტრენინგზე განიხილება მოქალაქეობის არქონის გამოწვევი მიზეზები და შედეგები, საქართველოში არსებული მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურა, პროცესის მონაწილე ორგანიზაციები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაცია, მოქალაქეობის არ მქონე პირთა უფლებები და მათთვის განკუთვნილი სერვისები. ასევე განხილული იყო IRC-ის პრაქტიკა, მათ შორის, სასამართლო პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბიუროების ადვოკატებმა და კონსულტანტებმა.