Top
ონლაინ დახმარება

 

ვირუსისაგან დამცავი ნივთების მიწოდების მეორე ეტაპი ხორციელდება

იურიდიული დახმარების სამსახური  საგანგებო რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუდმივად ახორციელებს თანამშრომელთა და ბენეფიციართა  უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებებს. 

სამსახური უკვე ახორციელებს ვირუსისაგან დამცავი პირბადეების, ხელთათმანების და სახის დამცავი ნიღბების მიწოდების მეორე ეტაპს.

აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილია იურიდული დახმარების სამსახურის ცამეტივე  ბიუროს ადვოკატების, ასევე, მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების რეესტრის წევრების, სპეციალისტების, მძღოლების და სამსახურის აპარატის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სამსახურებრივი აუცილებლობიდან და ვალდებულებიდან გამომდინარე, არადისტანციური სამუშაოს შესრულება უწევთ. 

უსაფრთხოების ნივთების მიწოდებას სამსახურის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.