მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილების აკრძალვას.
მიმდინარეობს კომუნიკაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციულ შტაბთან, რათა შეუფერხებლად წარიმართოს სამართალწამოების პროცესი.
შეიქმნება სპეციალური პროტოკოლი იმ ადვოკატებისათვის, რომლებსაც სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მოუწევთ გადაადგილება 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე შუალედში.
დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად გავრცელდება განცხადება და სპეციალური ინსტრუქცები, რაც საჭირო იქნება ადვოკატების გადაადგილების უზრუნველსაყოფად