რამდენიმედღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად იურიდიული დახმარების სამსახური სრულად ჩაერთო დისტანციური მართლმსაჯულების პროგრამაში webex.com.
IT-სამსახურის მიერ აღნიშნული პროგრამა სწრაფი ტემპით დაყენდა საზოგადოებრივი ადვოკატების კომპიუტერებსა და ლეპტოპებში. ასევე, უზრუნველყოფილი იქნა პროგრამის ჩაწერა მობილურ ტელეფონებში. შესაბამისად, ადვოკატებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი გახდა მართლმსაჯულების პროცესში დისტანციური მონაწილეობა ნებისმირი ადგილსამყოფელიდან.
დისტანციურ სასამართლო პროცესებში აქტიურად არიან ჩართული ასევე, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრები, რომლებიც კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, ერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურში შემოსულ საქმეებში.
პროგრამა იძლევა საშუალებას განხორციელდეს მხარეთა წარმომადგენლების არამარტო ზეპირი ჩართვები, არამედ მტკიცებულებების წარდგენა - დასკანერებული დოკუმენტები, ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნული დოკუმენტაცია მთელ ეკრანზე ჩანს და პროცესში ჩართულ ყველას მხარეს შეუძლია მათი ნახვა.
აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების პროცესში ჩართული მხარეებდან, იურიდიული დახმარების სამსახური პირველია, რომელმაც დროულად და ეფექტურად მოახერხა საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის სასამართლო პროცესებში დისტანციურად მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საბოლოო ჯამში, წარმატებით განხორციელდა 70-მდე დისტანციური სასამართლო პროცესი.
მცირე სტატისტიკა იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების მიერ დისტანციურ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ:
ფოთის ბიურო -10 პროცესი;
რუსთავის ბიურო - 9 პროცესი;
გორის ბიურო -3 პროცესი;
ქუთაისის ბიურო -12 პროცესი;
თელავის ბიურო -3 პროცესი, მათ შორის, ერთი გამამართლებელი განაჩენი;
ოზურგეთის ბიურო -2 პროცესი;;
ზესტაფონის ბიურო - 1 პროცესი;
სიღნაღის ბიურო -1 პროცესი;
ზუგდიდის ბიურო -5 პროცესი;
ახალციხის ბიურო -3 პროცესი;
ბათუმის ბიურო - 5 პროცესი;
მცხეთის ბიურო -7 პროცესი,
თბილისის ბიუროს ადვოკატებიც უკვე 16 პროცესში იყვენენ ჩართული
იმედია, უახლოეს მომავალში, დისტანციური სამართალწარმოება სრულად გაიმართება და ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება.