საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებსა და ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც კორონავირუსით (COVID_19) გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური გაუწევს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას.
იურიდიული დახმარების სამსახური, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის, ფეისბუქ (facebook) გვერდის საშუალებით ასევე პერიოდულად უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ევროპის სხვადასხვა ქალაქებში კორონავირუსით (COVID_19) გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისა და სპეციალური წესების შესახებ.
საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურს დაუკავშირდნენ ონლაინ საშუალებით:
• ფეისბუქი (facebook) - იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service;
• ვოთსაფი (whatsup) - +995596333993;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და სამსახური, ქვეყნებს შორის დროში არსებული განსხვავებიდან გამომდინარე, იმავე დღეს ან მომდევნო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს შესაბამისი პასუხისა და კონსულტაციის გაწევას.
იურიდიული დახმარების სამსახური გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას!