დღეს, 11 დეკემბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრეინინგი თემაზე - ეფექტური სამართალწარმოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ გაბოძე უძღვებოდა.
ტრეინინგზე განხილულ იქნა გენდერული ცნებები და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. საზოგადოებრვმა ადვოკატებმა განიხილეს ქალთა უფლებების შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტები და სამართალწარმოებაში მათი გამოყენების არსი.
ტრეინინგი მოიცავდა ოჯახში და გენდერულ ძალადობის საკითხებს. განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.