3 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ და კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს აბაშის საგანამანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებთან და აბაშის საჯარო სკოლის დირექტორებთან, სადაც წარდგენილ იქნა თემატური პრეზენტაცია ,,სექსუალური შევიწროება“.
პედაგოგებს განემარტათ სექსუალური შევიწროვებასთან დაკავშირებული საკითხები, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო რეგულაციები და მსხვერპლთა უფლებები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საგანამანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების გლობალური კამპანიის ფარგლებში ინფორმირებას, თუ რა და რა სახის სერვისებს სთავაზობს აღნიშნულ და სხვა საკითხებზე იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს, რომლებიც სამართლებრივ დახმარებას საჭიროებენ.