2019 წლის 11 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურს ლტოლვილთა უმღლესი კომისარიატის UNHCR- ის რეგიონალური წარმომადგენელი ქემლინ ფურლი ეწვია.
UNHCR-ის წარმომადგენელმა მიიღო დეტალური ინფორმაცია სამსახურში მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელება მიზნად ისახავს უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სამსახურის ცნობადობის ამაღლებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.