18 ოქტომბერს, სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არასრულწლოვნებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე მათთვის წარდგენილ იქნა სლაიდ-პროგრამა „არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“. მიეწოდათ ინფორმაცია სამოქალქო და ადმინისტრაციულ საკითხებთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან, ოჯახში ძალადობის შესახებ, ნაადრევ ქორწინებასა და მშობლებისა და შვილების ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ყურადღება გამახვილდა ,,არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსზე“ და ,,ბავშვის უფლებათა კოდექსზე“.
შეხვედრას ესწრებოდა აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი. იურისტებმა უპასუხეს მოსწავლეებისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებს.