23 სექტემბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სამსახურის ოფისებში დასაქმებული ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ტრენერმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ხაჟომიამ, ანალოგიური ტრენინგი სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაატარა.
ტრენინგზე განიხილეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითები.