2019 წლის 3 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა, ცირა ჯგერენაიამ და ლალი ეუაშვილმა შეხვედრები გამართეს ჰუმანტირული სტატუსის მქონე პირებთან, ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან, რომლებიც სპეციალურ თავშესაფარში იმყოფებიან. ისინი უცხოელები არიან და უმნიშვნელოვანესია ჰქონდეთ ინფორმაცია საქართევლოს კანონმდებლობის შესახებ.
იურისტებმა წარადგინეს სპეციალური პრეზენტაცია"ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა", რომელიც ამ მიმართულებით იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს მოიცავს.
ამავე დღეს შეხვედრა გაიმართა მიგრანტთა დროებითი განთვსების ცენტრის თანამშრომლებთან, რომლებმაც გამოხატეს დიდი ინტერესი საპრეზენტაციო საკითხების მიმართ და იურისტებს არაერთი აქტუალური შინაარსის კითხვა დაუსვეს.
ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.
შეხვედრები შეგდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისაა მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში.