2019 წლის 28 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ განახორციელა გასვლითი შეხვედრა ქობულეთში, სოფელ დაგვას მოსახლეობასთან და ასევე სოფელ დაგვას საჯარო ბაღის აღმზრდელებთან.
იურისტ-კონსულტანტმა მოქალაქეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის, როგორც ძირითადი, ასევე საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ. მიმოიხილა სახელმწიფო პროექტი მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიწის რეგისტრაციის წესი, საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნული საკითხი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი საჭიროება აღმოჩნდა.
საჯარო ბაღის აღმზრდელები - ქალთა სქესის წარმომადგენლები გაეცნენ ქალთა უფლებებს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისაგან დაცვის, შემაკავებელი და დამცავი ორდერების მნიშვნელობის და გამოცემის წესებს, ვადებს, ძალადობის დროს მსხვერპლის უფლებებს, სახელმწიფო დაცვის საკითხებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას დაურიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.