2019 წლის 20 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე, ბიუროს ადვოკატი დავით თელიაშვილი და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე ნინოწმინდის სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.
აღინიშნა, რომ 2010 წლიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიურომ და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრმა. ნინოწმინდელები გაეცნენ სამსახურის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს, იურიდიული დახმარების სერვისები და მათი მიღების წესები, თუ რა შემთხვევაში რა კრიტერიუმის მქონე მოქალაქეებს აქვთ უფლება ისარგებლონ უფასო სამართლებრივი დახმარებით, ასევე ის, რომ იურიდიული კონსულტაცია ყველა მოქალაქისათვის არის ხელმისაწვდომია, ხოლო დოკუმენტების შედგა და სასამართლო წარმომადგნელობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.