ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა(დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2019 წლის 20 ივნისს, შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარის პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“. იურიდიული დახმარების სამსახურს წარმოადგენდნენ სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია, იურისტები ნინო მინჯია და ფატიმა შედანია.
შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. მასში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ვრცლად ისაუბრეს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის“ საკითხებზე, უფასო სამართლებრივ სერვისებზე, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური გასწევს მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვეპლთა დასაცავად მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში. დარიგდა სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.