2019 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ბუგეულის თემის მოსახლოებას შეხვდნენ.
თეა ჩიკვაიძემ შეკრების მონაწილეებს გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, სოციალური პროგრამები, შშმ პირების უფლები და ა.შ. შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო მასალა.
იურისტ-კონსულტმა ადგილობრივთა ნაწილს ინდივიდუალური კონსულტაციაც გაუწია.