1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლები ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ. აქ მცხოვრებ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები დაურიდათ. სამსახურის თანამშრომლები ბავშვებთან ერთად სხვადასხვა თამაშებში ჩაერთვნენ.
თავშესაფარში მცხოვრებმა მოხუცებმა სტუმრებს იმპროვიზებული კონცერტი წარმოუდგინეს.
ძეგვის თავშესაფარში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა მათ ასევე გადასცეს კვების პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას გულისხმობს, პერიოდულად საქველმომედო აქციებშიც მონაწილეობენ.