თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგზე სასჯელის საკითხებს განიხილავენ
დღეს, 2019 წლის 27 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე: „სასჯელის შეფარდება და სასჯელის დასაბუთება, პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“.
აღსანიშნავია, რომ ბიუროებში მიმდინარე ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” - ProLog- ის დახმარებით განხორციელდა.
ტრენინგს ესწრებიან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები, კონსულტანტები და აგრეთვე, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება სასჯელის მიზნები და სახეები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სხვა საკითხები.
ტრენინგის მონაწილეები აქტიურად განიხილავნენ თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას. ბოლოს, იურისტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.