2019 წლის 22 მაისს იმერეთის - ქუთაისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე: „სასჯელის შეფარდება და სასჯელის დასაბუთება, პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები, კონსულტანტები და აგრეთვე, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება სასჯელის მიზნები და სახეები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სხვა საკითხები.
ტრენინგის მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას. ბოლოს, იურისტებს გადაეცათ სერტიფიკატები.